вторник, 15 июля 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

ვაშაააააააააა! დავამთავრეთ!
დღე დავიწყე ჩემი საქაღალდის შემოწმებით, არის თუ არა ყველა საჭირო მასალა, გადავხედე ყველა მასალას. შემდეგ ტრეინინგების ყველა მონაწილემ გავაკეთეთ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციები და მოვისმინეთ მათ შესახებ სხვების კომენტარები. ძირითადად ყველაფერი კარგადაა. იმედია სხვებსაც მოეწონებათ.
დავდეთ მასალები ბლოგში.
ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამ ზაფხულში გავიარე ეს ტრეინინგი, დაღლილი კი ვიყავი, მაგრამ სწავლის პერიოდში უფრო ძნელი იქნებოდა. ბევრი ახალი და საჭირო რამ ვისწავლე.
შორენა მასწ! მადლობა დიდი

суббота, 12 июля 2014 г.

მერვე დღის რეფლექსია

ბოლოსწინა მეცადინეობაა და იმდენი რამე მქონდა გასაკეთებელი ლამის თავ-გზა ამებნა, თანაც ახალი მასალაც, ძალიან საჭირო და საინტერესო: ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, ანუ როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისათვის.

четверг, 10 июля 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დავიწყეთ მეექვსე მოდულის გაცნობა,  სხვადასხა უნარების და შესაძლებლობების მოსწავლეებისათვის შევიმუშავეთ სხვადასხვა მეთოდები წარმატების მისაღწევად, გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაციის დამხმარე და ვიმუშავეთ მასწავლებლის პორტფოლიოს პრეზენტაციაზე. ძალიან დავიღალე, თუმცაბევრი რამე მოვასწარი

вторник, 8 июля 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია


  ეს დღე დავიწყეთ ჩვენი ნამუშევრების გაზიარებით, მე უკმაყოფილო დავრჩი იმით, რომ ჩემს ნამუშევარზე არ იყო არც ერთი კომენტარი კოლეგებისგან, იმედია შემდეგში იაქტიურებენ. შემდეგ შევარჩიეთ და შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის, შუალედური და საბოლოო შეფასებების რუბრიკები, საკმაოდ შრომატევადი და საკირკიმალო სამუშაოა




მოსწავლის პრეზენტაცია

суббота, 5 июля 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

   დღევანდელი დღე დავიწყეთ წყვილებში მუშაობით: გავეცანით და შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.
   გავეცანით საავტორო უფლებებს,შევინახეთ ჩვენს სამუშაო პაპკაში გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი და დავიწყეთ მისი შევსება.
   გავეცანით კავშირების და უკუკავშირების სხვადასხვა საშუალებებს, რაც ძალიან მომეწონა.
              ჩემი პროექტის თემა: წყალი/ ჭიათურის წყალმომარაგება

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რა მნიშვნელობა აქვს წყალს სიცოცხლისათვის?
თემატური კითხვები

წყლის რა ფიზიკური თვისებები იცით?
წყლის რა ქიმიური თვისებები იცით?

        შინაარსობრივი კითხვები




რა განსხვავებაა მტკნარ და ზღვის წყალს შორის?
ყველა მტკნარი წყალი გამოიყენება სასმელად? რატომ?
როგორ სუფდავდება  წყალი?




ჩემი ბუკლეტი:

четверг, 3 июля 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

    დღის დასაწყისი ძალიან საინტერესოიყო, იმ მხრივ, რომ განვიხილეთ სახლში მომზადებული ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.სადაც საჭირო იყო შევიტანეთ ცვლილებები.
   დავიწყეთ და შევიმუშავეთ პროექტის შეფასების დროის ჩარჩო: ავარჩიეთ სტრატეგიები და ინსტრუმენტები.
  მოვამზადეთ ერთ-ერთი სტრატეგიის ნიმუში: მე ავირჩიე გონებრივი იერიში, შევარჩიე კითხვები და სავარაუდო პასუხები


вторник, 1 июля 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია

ძალიან ნაყოფიერი დღე იყო: განვიხილეთ ერთმანეთის შერჩეული თემები, მივუსადაგეთ სტანდარტები, ჩამოვაყალიბეთ მიზნები და ინდიკატორები, ვიმუშავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმაზე

суббота, 28 июня 2014 г.

მეორე დღის რეფლექსია

როგორც მოველოდი, ბევრი რამ გავიხსენე და ბევრიც ახალი შევისწავლე. გავიგე როგორ შეიძლება ბუკლეტების შექმნა, როგორ ავტვირტო მასალები ფოსტაში და როგორ გადმოვიტანო კომპიუტერში. ბავშვებს თუ ეცოდინებათ ეს ყველაფერი, ადვილად შევძლებთ კომპიუტერებით ერთმანეთის სამუშაო მასალების ნახვას, შესწორებას, სასურველი ახალი მასალის ჩვენებას.

პირველი დღის რეფლექსია

პირველი დღისთვის თავს საკმაოდ დაბნეულად ვგრძნობ, ბევრი ინფორმაცია მივიღე ერთბაშად, მაგრამ იმედი მაქვს სახლში გადავიკითხავ ყველაფერს და შემდეგისთვის უფრო მობილიზებული ვიქნები. კარგი ტრენინგი ჩანს, ბოლოში საკმაოდ ბევრი კარგი რამე უნდა ვიცოდე და პროექტებს ნორმალურ სახეს მივცემ. ბავშვებსაც  უფრო ორგანიზებულად ვამუსავებ